კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო - „ოფისი“ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით გვქონდა

ნახვები: 443 ვოლოდიმირ ზელენსკი - ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო - „ოფისი“ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით გვქონდა

უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაცია “ობობას ქსელის” დროს 117 დრონი გამოიყენეს, რომლებსაც ამდენივე ოპერატორი მართავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო. ყველაზე საინტერესო - და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება ითქვას - არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის „ოფისი“ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა პირდაპირ „ეფ-ეს-ბე“-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია, რომ სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავების 34%-ს დაარტყეს.

მისი თქმით, სამიზნეებზე დარტყმების დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ.

„ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, ყველა, ვინც ოპერაციის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა