კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს შეახსენა ტრამპის პოზიცია რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ

ნახვები: 459 მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს შეახსენა ტრამპის პოზიცია რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო  ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტემი ბრიუსმა განაცხადა, საუბარი რუსეთის თხოვნით გაიმართა.

მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიცია – მხარეებმა უნდა გააგრძელონ პირდაპირი მოლაპარაკებები, რათა მოხდეს რუსეთისა და უკრაინის შორის მდგრადი მშვიდობის მიღწევა.

„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ისაუბრა რუსეთის თხოვნით. მდივანმა რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ, რათა მიღწეულ იქნას ხანგრძლივი მშვიდობა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა.

საუბრის შინაარსის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა