Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

მარტა კოსი - საქართველო ნათელი შეხსენებაა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის გზაზე უკუსვლა მოხდეს

ნახვები: 507 მარტა კოსი - საქართველო ნათელი შეხსენებაა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის გზაზე უკუსვლა მოხდეს

საქართველო ნათელი შეხსენებაა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის გზაზე უკუსვლა მოხდეს. როდესაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას დავიწყებთ, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირისკენ წინსვლა ავტომატურად მოხდება, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მიღებული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს.

„მაშინ, როცა ათასობით ადამიანი ევროკავშირის დროშებით მსვლელობას მართავს, ხელისუფლება საპირისპირო მიმართულებით მიდის, საქართველოს უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიოზულ უკუსვლას და მაუწყებლობისა და გრანტების შესახებ შესახებ კანონებთან ერთად საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებს“, - აღნიშნა კოსმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების გზაზე დაბრუნების საკითხი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განიხილოს, თუ ქვეყნის ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად.

„ჩვენს ერთობლივ განცხადებაში, რომელიც წინა კვირას გამოქვეყნდა, უმაღლესმა წარმომადგენელმა კალასმა და მე მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, მოუსმინოს თავისი მოქალაქეების აშკარა მოთხოვნებს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის შესახებ, და გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი, აქციის მონაწილე და პოლიტიკური ლიდერი და ჩვენ ამას კვლავ და კვლად ვიმეორებთ.

პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აკისრია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ, თუკი ხელისუფლება დამაჯერებელ ნაბიჯებს გადადგამს, დემოკრატიული უკუსვლის შესაცვლელად და ჩვენ ნამდვილად უნდა დავეხმაროთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ქართველ ხალხს“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა