Ukraine marks Territorial Defense Day
War update: 204 combat clashes on front lines in past day, most on Pokrovsk axis
German chancellor arrives in Kyiv on surprise visit
Working body to be set up under NSDC to identify bodies of fallen defenders
Zelensky awards Hero of Ukraine title to Sergeant Oleksii Kapeliushnyi
We will waste time if we play around with Russian compromises – Zelensky
Wave of hybrid attacks in Europe is attempt to intimidate population – Zelensky
Ukraine to cover current financial deficit by end of year – president

შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები

ნახვები: 503 შალვა პაპუაშვილი - ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა, რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები

დროა, ყველას შევახსენოთ, აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული, - ამის შესახებ  შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთში კრიტიკას ხვდებიან „გაბუტული პოზით“, არადა თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა“.

„ვფიქრობ, მოვიდა მომენტი, როცა უნდა დავიწყოთ ახსნა რას ნიშნავს სინამდვილეში ევროპული ღირებულებები. სამწუხაროდ, უკვე ძალიან შეეგუა ზოგიერთი ჯგუფი თუ პოლიტიკოსი, რომ ქართველებს ჭკუა ასწავლოს რა არის ღირებულება და რა არა. ახსენებენ ევროპულ ღირებულებას ისე, თითქოს, არსებობდეს უფრო დაბალი ქართული ღირებულება. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა, ყველას შევახსენოთ, რომ აქ არავინ არის სკოლის მოწაფე, გამოცდები არავის ჩასაბარებელი არ აქვს, ქართველ ხალხს საკმარისად აქვს თავისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ყველანაირი გამოცდა ჩაბარებული. ამიტომ შევახსენებ ყველას ევროპაში, მათ შორის ზოგიერთ ევროკომისარს, რომ თუკი რაიმე არის ევროპული ღირებულება და ევროპული წესი, ეს არის კრიტიკის მოსმენა, ატანა და კრიტიკაზე პასუხი. ჩვენ რასაც ვხედავთ არის, რომ კრიტიკას ხშირად ხვდებიან გაბუტული პოზით, თითქოს ეს არის თავდასხმა, შეურაცხყოფა და ა.შ. ეს ჩვეულებრივი მეთოდია, რომ თავიდან აირიდონ კრიტიკა და „გაღმა შედავებისავით“ რაღაც გაბუტულ პოზაში ჩადგნენ, ანტიევროპული უწოდონ რაღაც საკითხებს. ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის ფაქტებით, კონკრეტული ფაქტებით, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება ექსტრემისტული ჯგუფები, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება პროპაგანდა. ყველა ამ საკითხზე გვაქვს მტკიცებულება და ფაქტი. ყოველ ჯერზე ვასახელებთ მტკიცებულებას და ფაქტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩების ნაწილი თავიდან ბოლომდე ჩართულია შიდა პოლიტიკაში, ვენის კონვენციის დარღვევით.

„როგორც ჩანს შეხსენებაა საჭირო, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ მოიცავს ორ საკითხს: ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატების იმუნიტეტი და პრივილეგიები და ამ პრივილეგიების საპირწონედ, ქვეყანაში აკრედიტებულ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის საშინაო საკითხებში ჩარევა. დღეს ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ქვეყნის ელჩი ჩვეულებრივად კონფლიქტშია ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან. ზოგ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ მათ პერსონალურ ზიზღშიც კია გადაზრდილი ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება, როცა მათ კომენტარებს ვუსმენთ. როცა დიპლომატი დაკავებულია ხელისუფლების მიმართ თავდასხმებით, თავდასხმებით ადგილსამყოფელ ქვეყანაში ხალხის მიმართ, როცა დიპლომატს აქვს შექმნილი თავისი ვიწრო წრე, რომელსაც ის ფულს უხდის და ის მიაჩნია ხალხად და სხვას ხალხად არ მიიჩნევს, ის გადის დიპლომატიური პროფესიული ეთიკის სტანდარტებიდან და ხდება ჩვეულებრივი პოლიტიკოსი.

ზოგიერთი დიპლომატი საქართველოსი, ელჩი თუ საელჩოს სხვა თანამშრომელი ჩვეულებრივ, რიგით ქართველ პოლიტიკოსადაა ქცეული და პირდაპირ აკოპირებს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებს თუ ქცევის წესსა და სტანდარტებს. თუ ამ ნაბიჯზე მიდიან, ხდებიან ადგილობრივი პოლიტიკოსები, აიტანონ ის პოლიტიკური კრიტიკის სტანდარტი, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც, სხვათა შორის, მათივე დაფინანსებით არის დამკვიდრებული, ცუდ სტანდარტს როცა ვგულისხმობთ. არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში... კაციშვილს არ ახსოვს, იმდენი ელჩია საქართველოში. ის ელჩები, რომლებიც ქართველ ხალხზე თავდასხმით არიან დაკავებულები, აიტანონ კრიტიკა.

ჩემი ფუნქციაა ვამხილო და შევარცხვინო ის დიპლომატები, რომლებიც თავს ეძახიან ევროპელებს, რომლებსაც მართლაც ევროკავშირის პასპორტი უდევთ ჯიბეში, მაგრამ არაფერი ევროპული ღირებულებისა მათ ამგვარ ქცევაში არაა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა