თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - საინფორმაციო გამოშვებაში, ახალი კანონით, მაგალითად, არც ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“ უნდა იყოს გამოყენებული

ნახვები: 446 ირაკლი კობახიძე - საინფორმაციო გამოშვებაში, ახალი კანონით, მაგალითად, არც ტერმინი „რადიკალური ოპოზიცია“ უნდა იყოს გამოყენებული

რა შუაშია ცენზურა?! საინფორმაციო გამოშვებაში ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება - კანონი ყველა მედია საშუალებას თანაბრად ეხება! თუ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა, მაგალითად, „რადიკალური ოპოზიცია“, ახალი კანონით, არც ეს ტერმინი უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ ჩვენ მიმართვა იმაზე გავაკეთეთ, რაც გვაინტერესებდა, - ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომუნიკაციების კომისიაში კრიტიკული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით განაცხადა.

კობახიძის თქმით, არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ კომისიას მიმართონ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მრავალი წელია მედია სტანდარტები დადგენილია, მაგრამ აქამდე კანონმდებლობაში მისი აღსრულების მექანიზმები არ არსებობდა.

„ის, რომ საინფორმაციო გამოშვება ობიექტური და ნეიტრალური უნდა იყოს, ეს არის საერთაშორისო მედია სტანდარტი - რა შუაშია აქ ცენზურა?!

ეს სტანდარტი საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებდა, მაგრამ მისი აღსრულების მექანიზმები გათვალისწინებული არ იყო. პარლამენტმა აღსრულების მექანიზმები დაწერა. შესაბამისი ორგანიზაციისადმი მიმართვა სწორედ ამის საფუძველზე განხორციელდება.

რა შუაშია ცენზურა?! ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ცენზურად ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეფასდება - პირიქით! იმისთვის, რომ მედიაში სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს, საჭიროა ობიექტურობის სტანდარტი იყო დაცული. კულტურის უზრუნველყოფა ცენზურა არ არის! თქვენთვის ეს შეიძლება ცენზურა იყოს, მაგრამ აქ საუბარია საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებებით და ქართულ მედიაში სწორი კულტურის ჩამოყალიბებაზე.

კანონი ყველა მედია საშუალებას თანაბრად ეხება - მნიშვნელობა არა აქვს რომელი ტელევიზია რა ტერმინებს იყენებს. თუ ერთი მიმართულებით კონკრეტული ტერმინები გამოიყენება, მეორე მიმართულებით მეორე მხარესაც კონკრეტული ტერმინები გამოიყენება. თუ საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენება ისეთი ტერმინი, როგორიცაა მაგალითად, „რადიკალური ოპოზიცია“ ახალი კანონის მიხედვით, არც ეს ტერმინი არ უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენ რაც გვაინტერესებდა, მიმართვა იმაზე გავაკეთეთ. როცა პარტია მიმართავს, რა თქმა უნდა, მას სუბიექტური ინტერესები ამოძრავებს. არიან სხვა პარტიები და მათაც შეუძლიათ მიმართონ.

ეს რა თქმა უნდა, კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ცენზურაზე ისაუბრონ, რაც ტყუილია, მათ ასევე უნდა შეიტანონ წვლილი შესაბამისი კულტურის გამოყენებაში - თუ მათ მიაჩნიათ, რომ შესაბამისი ტელევიზიები საკუთარი გამონათქვამებით ობიექტურობის სტანდარტებს არღვევენ, მათაც შესაბამისი კომისიას უნდა მიმართონ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, მივა თუ „ქართული ოცნება“ კრიტიკულ მედიებში, კობახიძემ განაცხადა, რომ მათი საქმეა, სად მივლენ და სად - არა.

„როცა სტუმრობაზეა საუბარი, თუ მოწვევა იქნება, ამ შემთხვევაში ტელევიზია თავისი მხრიდან ბალანსს არ დაარღვევს. აქ საქმე მარტივადაა“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

"ქართულმა ოცნებამ“ “ტვ პირველს“, “ფორმულას“ და ასევე “მთავარის“ ინტერნეტ პორტალს კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. “ქართული ოცნება“ აღნიშნულ მედია საშუალებებს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ნორმების დარღვევას ედავება. ტელეკომპანიების ინფორმაციით, სახელისუფლო პარტია მათ ტერმინების: - "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო". „ქართული ოცნება“ „ფორმულას“ ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამო უჩივის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა