ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ანდრო ჭიჭინაძე გამომძიებელზე - მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პედესტალიდან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით

ნახვები: 481 ანდრო ჭიჭინაძე გამომძიებელზე - მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პედესტალიდან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით

მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პედესტალიდან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით, თხოვნაა შეასწორებინოთ ეს, - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს, გამომძიებელ დავით ქიტიაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც მოწმის სახით დაკითხვისას საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერები დაათვალიერა.

ჭიჭინაძემ მოწმეს მოუწოდა, მორალური პედასტალიდან საუბარს მოეშვას.

„ბატონო მოსამართლე, წინა სასამართლოებზე ადვოკატებს მიუთითებდით, რომ დრო იხარჯებოდა ტყუილად. ახლა ისმევა კონკრეტული კითხვები, რასაც არ პასუხობს, დრო გაჰყავს ტყუილად. ბატონო დავით, მორალური პედესტალიდან საუბარს მოეშვით, იმიტომ რომ ამის უფლება არ გაქვთ",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ბრალდებულ ჯანო არჩაიას მიმართა, რომ ის არ ისმენდა პროცესს და ხშირად შედიოდა პოლემიკაში, რის გამოც, სხდომის დატოვება მოუწევდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ონისე ცხადაძესაც ჰქონდა რეპლიკა.

„აქედან რომ შეხედოთ, რა დონის სასაცილოა ეს ყველაფერი… ეს არის აბსურდი",- განაცხადა ცხადაძემ, რის შემდეგაც სიტყვა კვლავ ჭიჭინაძემ განაგრძო.

„ან ვერ იგებს, ან პასუხს არ სცემს, ან სხვა რამეს ლაპარაკობს. ეს დრო ძვირფასია ჩვენთვისაც და თქვენთვისაც და იქნებ მიუთითოთ პასუხი გასცეს. მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პედესტალიდან ფამილიარულად, ხელების ქნევით და თითების ბაკუნით, თხოვნაა შეასწორებინოთ ეს. ასეთი ლაპარაკი, შინაარსზე საუბარი აღარაა, რა, როგორ იფუთება, ეს ყველამ კარგად ვიცით, ეს ფამილიარული საუბარი არის გამაღიზიანებელი",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს დავით ქიტიაშვილის დაკითხვა.

„თქვენ ოქმში მითითებული გაქვთ ანდრო ჭიჭინაძესთან მიმართებით, რომ ის ქვის მაგვარ საგანს და მოგრძო ჯოხს ისვრის - მხოლოდ ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა გაქვთ დანიშნული?“,- მიმართა გამომძიებელს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა, რასაც მოწმემ უპასუხა, რომ მას ჭიჭინაძესთან მიმართებით ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა აქვს დანიშნული. აღნიშნულზე მას მიგინეიშვილმა კვლავ კითხვით მიმართა.

„ვინმე ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძემ დააზიანა? პოლიციელის მისამართით განახორციელა ეს მოქმედებაო უთითებთ, ამის შემდეგ, ნახეთ ვინმე, ვისაც ანდროსთან მიმართებაში პრეტენზია ჰქონდა?“, - მიმართა გამომძიებელს კვლავ ადვოკატმა.

„მე საქმის მასალებს ვიცნობ, საგამოძიებო მოქმედებაზე, რომელიც ჩემი ჩატარებული არაა, შინაარსობრივ განხილვაში ვერ შემოვალ“, - განაცხადა გამომძიებელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა