4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

სახდეპი: დონალდ ტრამპი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მხარს უჭერს

ნახვები: 472 სახდეპი: დონალდ ტრამპი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მხარს უჭერს

დონალდ ტრამპი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მხარს უჭერს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, აშშ უკრაინის „უდიდესი მხარდამჭერი და დამცველია“.

„ჩვენ გვსურს, რომ მათ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჰქონდეთ. გვსურს, რომ მათკენ მიმავალი რაკეტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ“, - განაცხადა ტემი ბრიუსმა.

მისი თქმით, აშშ განიხილავს იმას, რომ „ევროპელმა პარტნიორებმა, რომლებსაც საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვთ, ისინი უკრაინას გადასცენ“.

„ამ პროცესში რამდენიმე მხარეა ჩართული და სახელმწიფო დეპარტამენტი არ მონაწილეობს. საქმე საბრძოლო მასალების შესყიდვებს ეხება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა