თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რამაზ სვანაძე - ტურნირის ფავორიტებად არ მიგვიჩნევენ, მაგრამ ეს ის გუნდია, რომელმაც ევროსაგზური თავისი შრომით მოიპოვა

ნახვები: 430 რამაზ სვანაძე - ტურნირის ფავორიტებად არ მიგვიჩნევენ, მაგრამ ეს ის გუნდია, რომელმაც ევროსაგზური თავისი შრომით მოიპოვა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე პოლონეთთან მოგებული პირველი შეხვედრა (2:1) საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„გილოცავთ ამ გამარჯვებას. რაც შეეხება ლომინაძეს, მან რუმინეთთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ამ ეტაპზე რა ინფორმაციასაც ვფლობ, მისი დაზიანება სერიოზული არ ჩანს.

თამაშამდე ყველა დეტალი დამუშავებული უნდა იყოს, მაგრამ გუნდსაც ძლიერი ხასიათი და მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს, სხვანაირად დავალებების შესრულება რთულია – ჯერ ხასიათია და მერეა სტრატეგია. გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობა პოლონეთისკენ გადაიხარა, სწორედ აქ გამოჩნდა ჩვენი გუნდის მენტალიტეტი.

რამდენიმე არასაჭირო ყვითელი ბარათი მივიღეთ. არასათამაშო ვითარებაში მიღებულ გაფრთხილებას ვერ გავამართლებ, მაგრამ ფეხბურთელების ასაკი და ემოციებიც გასათვალისწინებელია, ამ საკითხზე მათთან საუბარი გვექნება. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ისედაც ბევრი მოთამაშე დაგვაკლდა და თითოეული ფეხბურთელი ჩვენთვის ფასეულია.

არ შემიძლია, არ აღვნიშნო საბა საზონოვის თამაში. თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, მაგრამ 90 წუთი ითამაშა, რაც მისთვის არ შეიძლებოდა. ასეთი შემართება ძალას გვმატებს და იმედია, ეს დიდხანს გაგრძელდება.

როგორც ველოდით, პოლონეთი სწრაფი, ათლეტური და აგრესიული გუნდი იყო. ჩვენმა ფეხბურთელებმა დავალებები 80 პროცენტით შეასრულეს. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უპირატესობა ხელიდან გავუშვით, მაგრამ საბოლოოდ თამაში მაინც ჩვენი ჩანაფიქრით წარიმართა.

ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვთამაშობთ და თამაშებს ვიგებთ. ტურნირის ფავორიტებად არ მიგვიჩნევენ, მაგრამ ეს ის გუნდია, რომელმაც ევროსაგზური თავისი შრომით მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები არაფერს დათმობენ და შეეცდებიან, რომ ეს დღეები დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ეს ქართულ ფეხბურთს სჭირდება. ეს გუნდი ყველას უმტკიცებს, რომ მათთვის სულერთია, ვინ არის მეტოქე.

კარგია, რომ ჩვენს ჯგუფში მეორე მატჩი ფრედ დასრულდა და საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ახლა მთავარია, ძალები სწრაფად აღვიდგინოთ“.

ევრო 2025-ზე საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 14 ივნისს საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებთან ისევ ჟილინას სტადიონზე გამართავს – შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა