ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ვლადიმერ პუტინი მზადაა, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა მოქალაქეების წინააღმდეგ-ბორის ჯონსონი

ნახვები: 355 ვლადიმერ პუტინი მზადაა, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა მოქალაქეების წინააღმდეგ-ბორის ჯონსონი

ამ თავზარდამცემი კონფლიქტის დროს, დარწმუნებული ვარ როგორც არასდროს, რომ პუტინი დამარცხდება და პუტინი უნდა დამარცხდეს, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, პოლონეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, დასავლეთის საერთო ამოცანაა, დაიცვას და შეინარჩუნოს სუვერენული და დემოკრატიული უკრაინა.

„ჩვენ დღეს ვხედავთ კატასტროფას ევროპის კონტინენტზე და ჩვენი პოლონელი მეგობრები ფრონტის ხაზზე იმყოფებიან. პოლონეთის მთავრობა და ხალხი შესანიშნავ საქმეს აკეთებს ჰუმანიტარული კრიზისის გამკლავების კუთხით. ბრიტანეთი მზად არის, დაგეხმაროთ. ორი ჰუმანიტარული თვითმფრინავი უკვე დაეშვა პოლონეთში და დახმარება კიდევ მოვა. პუტინი მზადაა, გამოიყენოს ბარბაროსული ტაქტიკა მოქალაქეების წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინი ბომბავს უდანაშაულო მოქალაქეებს. ბომბავს შენობებს. ბავშვები იხოცებიან. ის სათანადოდ ვერ აფასებს ორ რამეს: პირველი არის უკრაინელი ხალხის სურვილი, დაიცვას საკუთარი ქვეყანა, მათი რწმენა რომ აქვთ თავდაცვის უფლება. აქვე მინდა პატივისცემით მოვიხსენიო ვოლოდიმირ ზელენსკის ლიდერობა. ის შთააგონებს და მობილიზებას უკეთებს არამხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ მსოფლიოს. მეორე არის, რომ პუტინი სათანადოდ ვერ აფასებს დასავლეთის და მთელი მსოფლიოს ერთობას და სიმტკიცეს", - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა