თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია - სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება

ნახვები: 443 თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია - სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება

 

სოციალური დიზაინი საუკეთესო გზაა სოციალური პრობლემების დიზაინისა და ინოვაციების საშუალებით გაუმჯობესებისთვის, თანამშრომლობის და უკეთესი გარემოს შექმნისთვის.

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სოციალური დიზაინის დღეები“, დიზაინის სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები განიხილავენ სოციალური დიზაინის მნიშვნელობას, თანამონაწილეობითი დიზაინის, მდგრადობის, ხელმისაწვდომობის, საჯარო სერვისების, მემკვიდრეობის, სივრცეების, ურბანულ და სამოქალაქო დიზაინს.

კონფერენციის მიზანია სფეროებს შორის თანამშრომლობა, გაზიარება და სოციალური დიზაინის საკითხების პოპულარიზაცია. რაც უფრო მეტი ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის, უკეთეს გარემოსა და მეტ ღირებულებას შექმნის.

სოციალური დიზაინი მოიაზრებს პრობლემების სწორად და ერთობლივად გადაჭრას.  საქართველოში, სადაც განათლების, ურბანული განვითარების და სოციალური უთანასწორობის გამოწვევები ძალიან აქტუალურია, დიზაინს შეუძლია გახდეს სისტემური ცვლილებების გადაწყვეტის საშუალება. სწორედ ამიტომ, დიზაინის ინსტიტუტის გუნდი ამ მიმართულებით მუდმივმოქმედ საგანმანათლებლო აქტივობებს გეგმავს.

თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებას და მათ წინსვლას უფრო მეტად მიეხმარება. ბრენდის მიზანია  წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან.

სოციალური დიზაინის დღეები დიზაინის ინსტიტუტი Polish Graphic Design და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოში  პირველად ტარდება. კონფერენციას სისტემატური სახე ექნება მომავალში კვლევების, ღია განაცხადების და სხვა თემატური სერიების სახით.

დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე.

პროექტის პარტნიორები: Polish Graphic Design, TBC, Kona books, GWS, GD Alco, Red Bull, Mac Georgia;

პროექტის სტუმრები: Traffic Design Studio, Otwarte Studio, Centrala Studio და ბევრი სხვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა