Reuters: აშშ რუსული დიზელის იმპორტის დაშვებით პუტინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას ცდილობს
Russia loses another 1,390 troops in one day in war against Ukraine
Trump comments on Russia's violation of energy truce
Merz opposes Trump's diesel deal with Putin and assures Zelensky of Germany's support
Energy truce must be respected by both sides, says Kallas
Another 11 children return to Ukrainian-controlled territory
Russian mines injure 1,739 civilians, including 178 children, since start of full-scale war
Zelensky: US has power and means to compel Russia to agree to real energy truce

კვარაცხელიას ორი ასისტით პსჟ-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სტარტზე მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა

ნახვები: 453 კვარაცხელიას ორი ასისტით პსჟ-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის სტარტზე მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ეფექტური გამარჯვებით გახსნა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა. ფრანგებმა მადრიდის „ატლეტიკო“ 4:0 დაამარცხეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 72-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ორი გოლი მისი გადაცემებით გავიდა. მე-18 წუთზე პსჟ-ის შეტევა კვარაცხელიამ კარგად განაგრძო, ფაბიან რუისი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა.

პირველი ტაიმი სრულდებოდა, როდესაც ხვიჩამ მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა – ვიტინიამ საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და პსჟ-მა პირველი ტაიმი ორბურთიანი სხვაობით მოიგო.

49-ე წუთზე ხვიჩას თავად შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარის მოგერიების შემდეგ ბურთი ძელმა აისხლიტა.

87-ე წუთზე სენი მაილუმ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+6-ე წუთზე ლი კანგ-ინმა დააფიქსირა – 4:0.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა