ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მოგიწოდებთ დაგვიმტკიცოთ, რომ ჩვენთან ხართ-ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს მიმართა

ნახვები: 393 მოგიწოდებთ დაგვიმტკიცოთ, რომ ჩვენთან ხართ-ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს მიმართა

ჩვენ ვიბრძვით უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, გადარჩენისთვის, უკრაინელები იბრძვიან ევროპული არჩევანისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში მიმდინარე ევროპარლამენტის სპეციალურ სესიაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტარებს მიმართა და მოუწოდა, დაუმტკიცონ, რომ უკრაინის გვერდით დგანან და არ მიატოვებენ.

„მე არ შემიძლია, გითხრათ დილა მშვიდობისა ან საღამო მშვიდობისა, რადგან ზოგი ადამიანისთვის ეს დღე უკანასკნელია. დღეს ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქეებზე, რომლებიც იცავენ ქვეყანას დიდი საფასურის გადახდის ფასად. მოხარული ვარ, რასაც ახლა აქ ვხედავ და ვისმენ. მოხარული ვარ, რომ შევძელით თქვენი გაერთიანება, მაგრამ ჩვენ დიდი საფასურის გადახდა გვიწევს. ეს ტრაგედიაა უკრაინელებისთვის, ათასობით ადამიანი დაიღუპა ორი რევოლუციის და ომის გამო და ახლაც რუსეთის ხუთდღიანი სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ვწირავთ სიცოცხლეს ღირებულებებისთვის, თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, როგორიც თქვენ ხართ. ჩვენ ვწირავთ ჩვენს საუკეთესო მოქალაქეებს, უკრაინელები საოცრები არიან. ჩვენ გვიყვარს თქმა, რომ ჩვენ დავამარცხებთ ყველას და მოხარული ვარ, რომ ამაზე არა მარტო საუბრობთ, არამედ ხედავთ კიდეც. უკრაინელები იბრძვიან ევროპული არჩევანისთვის.

დღეს დილა ჩვენთვის საკმაოდ ტრაგიკული იყო. ორი რაკეტა ჩამოაგდეს ხარკოვში. ქალაქში, რომელიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს და სადაც ბევრი რუსი ცხოვრობს, რომლებიც ყოველთვის მეგობრულები იყვნენ ჩვენ მიმართ და გვქონდა თბილი ურთიერთობები. დღეს რაკეტები ჩამოვარდა მშვიდობის მოედანზე, რასაც რამდენიმე ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ასეთია თავისუფლების საფასური. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მიწისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის.

დღეიდან უკრაინის ყველა ქალაქის მოედანს დაერქმევა თავისუფლების მოედანი. ჩვენ ვერავინ გაგვტეხს, ჩვენ მტკიცე ვართ და ჩვენი სურვილია, ვნახოთ ჩვენი შვილები ცოცხლები. გუშინ 16 ბავშვი დაიღუპა. პრეზიდენტი პუტინი კი აცხადებს, რომ ოპერაციას ატარებს და სამხედრო ინფრასტრუქტურას ანადგურებს. ჩვენი შვილები სამხედრო ქარხნებში მუშაობენ? თუ ტანკებით გადაადგილდებიან? ჩვენი ხალხი ძალიან მოტივირებულია. ჩვენ ჩვენი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის და სიცოცხლისთვის ვიბრძვით, ვიბრძვით გადარჩენისთვის და ვიბრძვით, რომ ვიყოთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი. მჯერა, დღეს ჩვენ დავანახეთ ყველას, რას წარმოვადგენთ, ევროკავშირი იქნება უფრო ძლიერი ჩვენთან ერთად. თქვენ გარეშე, უკრაინა იქნება მარტო. ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი სიმტკიცე და დავამტკიცეთ, რომ ვართ ისეთები, როგორიც თქვენ ხართ. მოგიწოდებთ დაგვიმტკიცოთ, რომ ჩვენთან ხართ, რომ არ მიგვატოვებთ. დაგვიმტკიცეთ, რომ ხართ ევროპელები და ამის შემდეგ სიცოცხლე ყველგან გაიმარჯვებს სიკვდილზე და ნათელი გაიმარჯვებს ბნელზე. დიდება უკრაინას", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა