თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ვაშაძე - ვეკითხები წულუკიანს: რატომ გეშინია სასამართლოში მოსვლის? მოდი და გვითხარი, რას გვედავები?

ნახვები: 475 გიორგი ვაშაძე - ვეკითხები წულუკიანს: რატომ გეშინია სასამართლოში მოსვლის? მოდი და გვითხარი, რას გვედავები?

შოუ გრძელდება - დღეს იქნება გადაწყვეტილება თუ როდის იქნება, ეგ ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეგ არის დამოკიდებული პოლიტიკურ რეჟიმზე - ამის შესახებ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელსაც დგამენ და ჰგონიათ, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებს.

„შოუ გრძელდება, წულუკიანი სხდომაზე არ მოდის, სამაგიეროდ, მეორე რაუნდზე იბარებს ყველას. მას ვეკითხები - რატომ გეშინია სასამართლოში მოსვლის? მოდი სასამართლო სხდომაზე და გვითხარი რას გვედავები? რატომ ვერ ბედავ აქ, ამ შენობაში შემოსვლას და რატომ იყენებ პროკურატურასა და სასამართლოს შენი ინტერესების დასაცავად? დღეს იქნება გადაწყვეტილება თუ როდის იქნება, ეგ ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეგ არის დამოკიდებული პოლიტიკურ რეჟიმზე. ფაქტია, რომ როცა ოპონენტებს მხოლოდ ციხით ემუქრები, ნიშნავს, რომ სუსტი ხარ, არ გაქვს იმედი, რომ თავისუფალ კონკურენციაში ძალაუფლებას შეინარჩუნებ.

მე არ ვიცი რა უნდათ, რას მეკითხებიან, იმას თუ რატომ ავაშენეთ იუსტიციის სახლი? თუ ბიომეტრიული პასპორტები რატომ გავეცით? ან ID ბარათები რატომ გავეცით? მოვიდეს, დასვას ეს კითხვები, მე ამ მიმართულებაზე ვმუშაობდი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ შინაარსი არაფერში არ არის, ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელსაც დგამენ და ჰგონიათ, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებთ. ჩვენ ძალიან ძლიერი ნერვები გვაქვს, ნერვები მათ უმტყუნებს და საბოლოოდ, ისინი დამარცხდებიან. საზოგადოება ხედავს, რომ საკუთარი თავიც კი კლოუნად აქციეს. თეა წულუკიანიც კლოუნია, კომისიის ყველა წევრიც კლოუნია და „ქართული ოცნების“ ლიდერებიც კლოუნები არიან“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ეხება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სხდომა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის ეტაპზე გადაიდება.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა