თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ტობიას კრემერი -„ქართულ ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს სინათლის

ნახვები: 534 ტობიას კრემერი -„ქართულ ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს სინათლის

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს ეშინია სინათლის, რადგან მათ იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატებიდ დროს განაცხადა.

მისი თქმით, 400-ზე მეტია საქართველოში ჟურნალისტებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე, რიგით მოქალაქეებს, აკავებენ და წამებენ. კრამერმა ასევე აღნიშნა, რომ თავისუფალი პრესისა და თავისუფალი საზოგადოების შუქი ტირანიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია.

“მედიის თავისუფლება ფუფუნება არ არის. ეს დემოკრატიული აუცილებლობაა. ის ანათებს იქ, სადაც კორუფცია და ავტოკრატია იმალება. და სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ მზია ამაღლობელი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ჟურნალისტი, 150 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დააპატიმრა.

და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. 400-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი, ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე რიგითი მოქალაქე, დააკავეს, აწამეს ან დააპატიმრეს. კოლეგებო, მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს ეშინია სინათლის, რადგან მათ იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა.

ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ქართველებს ის არ სურთ და პუტინის რეჟიმის ჩრდილშია, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, დაშინებას, მანიპულირებას, რადგან იცის, რომ ქართველები არასდროს აირჩევენ ისე ცხოვრებას, როგორშიც რუსები ცხოვრობენ.

კოლეგებო, თავისუფალი პრესისა და თავისუფალი საზოგადოების შუქი ტირანიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოვიდეს ჩრდილიდან, მოხსნას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და ქართველ ხალხს მისცეს საშუალება, თავისუფლად აირჩიოს თავისი მომავალი სინათლეში.”- განაცხადა მან.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები მიმდინარეობს.

ევროპარლამენტარები თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მსჯელობენ. ამასთან, ხვალ ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა