კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრ“-ში ჯანდაცვის პერსონალის ) პრაქტიკული იმუნიზაციის საკითხებზე გადამზადება დაიწყო

ნახვები: 459 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრ“-ში ჯანდაცვის პერსონალის ) პრაქტიკული იმუნიზაციის საკითხებზე გადამზადება დაიწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრ“-ში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე პირველადი ჯანდაცვის პერსონალის (ექიმების, მედდების) პრაქტიკული იმუნიზაციის საკითხებზე გადამზადება დაიწყო.
განხილულ იქნა 2025 წლის იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდამჭერი გეგმა, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.
ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ვაქცინაციის საკითხებთან მიმართებაში სამედიცინო პერსონალის უნარ-ჩვევების და ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლების გაუმჯობესებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.
იმუნიზაცია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაავადებებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ვაქცინა, ორგანიზმის ბუნებრივ იმუნიტეტთან ერთად, ამცირებს დაავადებების განვითარების და გართულების რისკს. ამ ეტაპზე 20-ზე მეტი სიცოცხლისთვის საშიში დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს. მათი წყალობით ადამიანები თავიდან იცილებენ ან მარტივად უმკლავდებიან ამ დაავადებებს და შესაბამისად, უფრო დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობენ.
იმუნიზაცია ყოველ წელს 3.5-5 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს იცავს ისეთი სახიფათო დაავადებებისგან, როგორიცაა ტეტანუსი, დიფთერია, ყივანახველა, გრიპი თუ წითელა.
იმუნიზაციით მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი დაავადებები (ყვავილი, მაგალითად, სრულიად აღმოიფხვრა). თუმცა, რუტინული იმუნიზაციის შემცირების შემთხვევაში კვლავ არსებობს ამ დაავადებების გავრცელების შანსი.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა