მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ნახვები: 471 მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, არსებობს რისკი, რომ ნიკა მელია მიიმალოს, ახალი დანაშაული ჩაიდინოს და მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, რომელსაც ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი არ დაეთანხმა, რადგან, მისი თქმით, წარმოუდგენელია უკვე პატიმრობაში მყოფმა ნიკა მელიამ, პროკურორის მიერ გაჟღერებული ვარაუდები განახორციელოს.

ასევე, სხდომაზე ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა დაკითხულ მოწმეებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პროკურატურას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე არ გამოუკითხავს, რომლის მიხედვითაც წარმოუდგენელია ბრალდების მხარემ ისაუბროს იყო თუ არა წყლის შესხმა შეურაცხმყოფელი.

სასამართლო პროცესს თავად ბრალდებული ნიკა მელია არ დასწრებია.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა