თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია

ნახვები: 511 ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია

ხვიჩა კვარაცხელია კვლავ რჩება 2025 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულში, — ინფორმაციას TNT Sports ავრცელებს.

ცნობილი პორტალის მიხედვით, ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი პსჟ-სა და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველი ვიტინიაა.

ვიტინიამ პარიზულ გუნდთან ერთად სამი ტიტული მოიგო, ხოლო პორტუგალიის ნაკრების რიგებში ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მისმა თანაგუნდელმა, უსმან დემბელემ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მე-10 ადგილზეა.

„ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეული:

  1. ვიტინია (პსჟ)

2. უსმან დემბელე (პსჟ)

3. ლამინ იამალი („ბარსელონა“)

4. რაფინია დიასი („ბარსელონა“)

5. ნუნო მენდეში (პსჟ)

6. აჩრაფ ჰაკიმი (პსჟ)

7. მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“)

8. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

9. კილიან მბაპე („რეალი“)

10. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ ამჟამინდელი მფლობელი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრია.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა