თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არასამთავრობო ორგანიზაციები - ოპოზიციური ლიდერების დაკავება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა

ნახვები: 440 არასამთავრობო ორგანიზაციები - ოპოზიციური ლიდერების დაკავება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მორიგი ნაბიჯია დიქტატურისკენ. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი,საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა.

„ვეხმიანებით ოპოზიციური ლიდერების დაკავების ფაქტებს, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მმართველმა რეჟიმმა საბოლოოდ აირჩია ავტორიტარიზმის გზა. დღეს 60-ზე მეტი ადამიანი სინდისის პატიმარია. სასამართლოები, პროკურატურა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაიქცა. მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების მიზანმიმართული დევნა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა. ივანიშვილმა აირჩია ძალაუფლების შენარჩუნება დიქტატურის გზით და ყოველ დღე ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ეს არ არის ერთი ჯგუფის პრობლემა — ეს არის საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის. ხვალ ნებისმიერი შეიძლება თავად გახდეს რეპრესიების მსხვერპლი. საქართველოს მოქალაქეები არ დავნებდებით! საქართველო არ გახდება რუსეთი! საჭიროა მტკიცე და ერთიანი პასუხი რეპრესიებზე. დემოკრატიული სამყარო ხედავს ჩვენს ბრძოლას და სოლიდარობას გვიცხადებს. ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია ერთმანეთის გვერდით დგომა, მოქმედება და პროტესტი. ჩვენ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ და ამ ბრძოლაში ერთად უნდა გავიმარჯვოთ!“,- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „საფარი“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „პრევენცია პროგრესისთვის“, მედია პლატფორმა “კაქტუსი”, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)“, ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”, „ჩემი იმერეთი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, EECMD, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი • Georgian Court Watch“, გორის ხელოვნების სახლი - გორელ ფოტოგრაფთა კლუბი, „ფენიქსი 2009“, ENPUD, „დემოკრატიის მცველები“, „ევროპის ფონდი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“, „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)“, „საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა“, ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის”, „საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი GCRT“, „ალტერნატივა ჯორჯია“, „უფლებები საქართველო“, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“, „საქართველოს მომავლის აკადემია“, „მწვანე ალტერნატივა“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „რეგიონული ინიციატივების ცენტრი "ნათელი მომავალი", შშმ ქალთა ალიანსი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა