კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

სასამართლო სხდომაზე თუ საჯარო სივრცეში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს

ნახვები: 480 სასამართლო სხდომაზე თუ საჯარო სივრცეში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს

ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი ფორმით - ვერბალურად, უხამსი ან სხვაგვარი ქმედებით, ნებისმიერ ვითარებაში - სასამართლო სხდომაზე თუ საჯარო სივრცეში მოსამართლისადმი უპატივცემულობის გამოხატვა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. ეს არის ერთ-ერთი ცვლილება იმ მთელ რიგ ცვლილებათა შორის, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში აისახება.

ამავე პროექტის ფარგლებში მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციის სუბიექტთა წრე ფართოვდება - სუბიექტად მიჩნეული იქნება არა მხოლოდ კონკრეტული განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებული პირი, არამედ “ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც მოსამართლის ან ზოგადად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას ცდილობს“.

კანონის პროექტის გათვალისწინებით, ნებისმიერ სუბიექტს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა, ასევე აიკრძალება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს. პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა