თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება

PACE-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოსთან დაკავშირებით დღესვე უნდა ვიმოქმედოთ

ნახვები: 513 PACE-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართველოსთან დაკავშირებით დღესვე უნდა ვიმოქმედოთ

საქართველოსთან დაკავშირებით დღესვე უნდა ვიმოქმედოთ, თუ არ გვინდა, რომ მივიღოთ მეორე ბელარუსი კავკასიაში. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE ) ვიცე-პრეზიდენტმა, კნუტ აბრაჰამმა განაცხადა.

აბრაჰამის თქმით, ოპოზიციონერების დაპატიმრება, საზოგადოების დაშინება, დემონსტრანტების ცემა და დაკავება „ძალიან ნაცნობად ჟღერს“ და „ჩვენ შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია“.

მან მოუწოდა მინისტრთა კომიტეტს, დაიცვან ევროპის საბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, ვიდრე გვიანი არ არის.

“ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და მათი გისოსებს მიღმა მოქცევა, დემონსტრანტების ცემა და დაპატიმრება - ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს, ეს დღეს რეალობაა რუსეთსა და ბელარუსში. ძალიან დიდ ხანს ვუყურებდით ერთი მეორეს მიყოლებით, როგორ მიიღებოდა რეპრესიული კანონები მანამდე, სანამ გვიანი არ იყო, მაგრამ ჩვენს შეცდომებზე სწავლა შეგვიძლია. ასე უნდა გავაკეთოთ საქართველოსთან დაკავშირებით, თუ არ გვინდა, რომ მეორე ბელარუსი მივიღოთ კავკასიაში! საქართველოში ყოველ დღე ახალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აპატიმრებენ. როგორც ევროპის საბჭოს წევრმა, საქართველომ ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დემოკრატიის დაცვის ვალდებულება აიღო. მინისტრთა კომიტეტს მოვუწოდებ, დაიცვან ევროპის საბჭოს წითელი ხაზები და დაუყოვნებლივ იმოქმედონ, სანამ გვიანი არ არის!”, - განაცხადა აბრაჰამმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა