ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე საქმეს აფუჭებენ, ხალხს ვაცადოთ, რა უნდათ-ხვიჩია

ნახვები: 419 პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე საქმეს აფუჭებენ, ხალხს ვაცადოთ, რა უნდათ-ხვიჩია

პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე საქმეს აფუჭებენ, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ გუშინ პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს და მათ აცადონ, რა უნდათ.

„პოლიტიკოსები საპროტესტო აქციაზე საქმეს აფუჭებენ. არსებობენ პროფესიონალი მომიტინგეები როგორც პოლიტიკაში, ასევე აქტივისტებში, რომელთაც ხელიდან მიკროფონს ვერ წაართმევ, მათი ხმის გაგონებისთანავე კი, ხალხი ნელ-ნელა იშლება. ამას ვხედავთ და მგონი, არ ვიმჩნევთ, რომ ასე ხდება. ვინც ასეთ დროს იქ დგას და მიკროფონს ეტანება, მიკროფონს უნდა ჩამოვაშოროთ, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება. ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს, მათ ვაცადოთ, რა უნდათ. დიდი ხანია, ჩამოყალიბებული არიან პოლიტიკოსები, რომ „ქოცები" არ მოსწონთ და უნდა „გადააგდონ". ქართველი ხალხი ჩამოყალიბებული არ არის ფორმაში, გზაში და იმაში, რა იქნება „ქართული ოცნების" შემდეგ. ამ ადამიანებს მიტინგიდან ეუბნები, რომ მოდით, დავამხოთ „ქართული ოცნება" და პროევროპული ხალხი მოგვიყვანეთო, ეს ასე არ ხდება. პოლიტიკურ სპექტრს ჯერ საკმარისი რეპუტაცია არ აქვს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა