ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პარლამენტში რეზოლუციის მიღებით არ დაბრკოლდება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი-მაჭარაშვილი

ნახვები: 338 პარლამენტში რეზოლუციის მიღებით არ დაბრკოლდება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი-მაჭარაშვილი

„ქართული ოცნება" პრაგმატულად მიჰყვება როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკას. მათ შორის, ამ შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დამადასტურებელია ის რეზოლუციის პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა.

„ამის დამადასტურებელი არის ის, რომ ჩვენ დავაინიცირეთ რეზოლუციის პროექტი, რომლითაც ყველა უწყებას ვთხოვთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის დაჩქარებული წესით მოხდეს, თუმცა არის პროცედურები როგორც ევროკავშირში, ასევე სხვა უწყებებში, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდეს. ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის შემთხვევა არის განსაკუთრებული და ეს ასეც არის, რადგან იქ არის საომარი მდგომარეობა, მაგრამ კონსულტაციების საფუძველზე დადასტურებული იყო, რომ საქართველოს შემთხვევაშიც დროზე ადრე, დაჩქარებული წესით მოხდეს ამ საკითხის განხილვა. რა თქმა უნდა, ევროკავშირში გაწევრიანება ერთ თვეში და თუნდაც ერთ წელში არ ხდება. ვინც ამ სტრუქტურას იცნობს, მთელი რიგი ვალდებულებებია. მას შემდეგ, რაც ქვეყანა კანდიდატი გახდება, რამდენიმე წელია საჭირო ეს ვალდებულებები შესრულდეს, რომ მაგრამ მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებს ვითვალისწინებთ და აქედან გამომდინარე წარვადგინეთ რეზოლუციის პროექტი. გარწმუნებთ, რომ საქართველოს პარლამენტში რეზოლუციის მიღებით არ დაბრკოლდება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი. თუ ჩვენი მხრიდან რეზოლუციის მიღებაზე რაიმე სახის ნაბიჯები არის გადადგმული რეზოლუციის მიღებაზე, რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები არის ევროკავშირის თანამდებობის პირებთან. ოპონენტების სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ამ დოკუმენტის მიღებით ისე დავაგვიანებთ პროცესს, რომ შეიძლება რაღაც პრობლემები შეიქმნას, არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები. პოლიტიკური ძალისხმევა იქნება საჭირო, რომ ეს პროცედურები ევროკავშირში დაჩქარდეს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა