ნიკა მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ - მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება
როჯერ უიკერი - „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა
გივი თარგამაძე დააკავეს
ზაფხული და ბლუზი ლაგოდეხში - თიბისის მხარდაჭერით მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი იწყება
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას
ტენე - „მწვანე“ USB კაბელების მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ვითარდება
გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

გივი თარგამაძე დააკავეს

27.06.2025 ნახვები: 228

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დააკავეს.

გივი თარგამაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.

გივი თარგამაძეს ხელბორკილები პოლიციის შენობის შესასვლელთან დაადეს.

როგორც მან ჟურნალისტებს შენობაში შესვლამდე განუცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„განაჩენი არსებობს, ვიღაცამ ხომ უნდა წამიყვანოს იქ [ციხე] და წამიყვანოს ამ ხალხმა“,-განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს პოლიციის შენობაში შესვლამდე.

[დაცული იქნება თუ არა ჩემი უსაფრთხოება] მიფიქრია ამ საკითხზე, რა თქმა უნდა. მაგის გამო თავის არიდება ამ სიტუაციებიდან... მაშინაც ვნახეთ, რომ თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ, მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები. უნდოდათ აფეთქება? - ამაფეთქეს. მაგის შიშით რაღაცების არ კეთება, ეგრე არ გამოვა... - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც მან აღნიშნა, მას აქვს უფლება, რომ ეგონოს, ეს განაჩენი არის „რუსეთის დაკვეთა“.

„ახლა გადავალ, რაც ახლოსაა, ვაკის პოლიციაში და იქიდან წამიყვანენ. განაჩენები რით ისაზღვრება და როგორ ისაზღვრება, კაცმა არ იცის. [დაცული იქნება თუ არა ჩემი უსაფრთხოება] მიფიქრია ამ საკითხზე, რა თქმა უნდა. მაგის გამო თავის არიდება ამ სიტუაციებიდან... მაშინაც ვნახეთ, რომ თუ გადაწყვიტეს, ასრულებენ, მე მაინც გადავრჩი და კიდევ გადავრჩები. უნდოდათ აფეთქება? - ამაფეთქეს. მაგის შიშით რაღაცების არ კეთება, ეგრე არ გამოვა...

[რუსეთიდან საგამოძიებო სტრუქტურების შემოშვების სურვილი] მაგის სურვილი ჰქონდა თავის დროზე სოზარ სუბარს. ის ამბობდა, რომ სამწუხაროდ ვერ გადავცემთ [გივი თარგამაძეს რუს სამართალდამცავებს] იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ჩანაწერი არსებობს, რომელიც უკრძალავს საქართველოს სხვა ქვეყნისთვის ადამიანის გადაცემას, მაგრამ იქნებ შემოვუშვათ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი და აქ დაკითხონო.

მგონია, რომ რუსეთის დაკვეთაა. ამაფეთქეს რუსებმა... მაქვს უფლება, რომ მეგონოს.

ცინიზმია, რომ ჰააგაში გამარჯვება წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, თავის გამარჯვებად გამოაცხადა და ახლა აქეთ მაწვებიან“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა