4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა - გადაწყვეტილება პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს
თამარ ონიანი: ვენეციის კომისიის შეფასებით, „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, მის შერყევის საფრთხეს ქმნის
ალეკო ელისაშვილი: 2 ოქტომბერს რუსთავის ციხეში ნამდვილი ბუნტი იყო, დაახლოებით 20 პატიმარი გაიყვანეს და სცემეს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა ნაწილობრივ უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული - არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მარცხის
სალომე ზურაბიშვილი: ევროპელმა პარტნიორებმა არ უნდა დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის - ეს ჰიბრიდული ომია
თამთა მიქელაძე: ვენეციის კომისიამ ფუნდამენტურად სადავო გახადა ის, რასაც პაპუაშვილი კანონიერად და კონსტიტუციურად აცხადებდა
ადვოკატი: რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება

ელენე ხოშტარია - ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით

ნახვები: 474 ელენე ხოშტარია - ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობაზე და პოლიტიკურ ამოცანებზე მის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, მისი შიმშილობა არის განაცხადი:

„ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ დიდი შემართებით. ამიტომ ეს შემართება ჩემის მხრივ, მე ასე დავაფიქსირე.

სწორი ბრძოლის სტრატეგია ჩემი აზრით:

- ერთობა რეჟიმთან ართანამშრომლობის იდეის გარშემო;

- ე.წ არჩევნების დელეგიტიმაცია;

- პოლიტიკური ალტერნატივის შექმნა;

- პროტესტის გაძლიერება ერთიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალით;

პოლიტიკური პარტიების სიცხადე ბრძოლის სტრატეგიაზე მიმაჩნია; გადამწყვეტი ამ ეტაპზე, რადგან; სანამ ოცნება შეტევაზეა; ჩვენი ბუნდოვანება ნიჰილიზმს აღვივებს.

პრეზიდენტმა ეს სიცხადე 26 მაისს და შემდეგ 5 ივნისს შემოიტანა - არანაირი მოგონილი არჩევნები

მთელმა რიგმა პარტიებმა პოზიცია დააფიქსირეს. დარჩა პარტიები, ვინც არ დააფიქსირა და მე ველოდები ამ პოზიციას.

შესაბამისად, მე როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი საქმეა და არ ვაპირებ უკან დახევას არცერთი მილიმეტრით.

ჩემ ძვირფას მეგობრებს ლელოდან კი მივმართავ, რომ მე შანტაჟის ენით, არა თუ მეგობრებთან არამედ მტრებთანაც არ ვსაუბრობ, არაფერი სამაგისო არ მაქვს.

ვთქვათ ყველამ საკუთარი პოზიცია და ავიღოთ მასზე პასისმგებლობა”, - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა