კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა წითლიძე - სალომე ზურაბიშვილს მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ეთქვა, რომ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა არის დაუშვებელი

ნახვები: 458 ანა წითლიძე - სალომე ზურაბიშვილს მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა ეთქვა, რომ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა არის დაუშვებელი

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები, ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს სათქმელი მკაფიოდ უნდა ეთქვა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ ე.წ არჩევნებში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

„რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ არ გვჭირდება სადღეგრძელოები. საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ მკაფიოობა და სიცხადე. აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, არ არსებობს არანაირი ორი გზა და ეს ერთადერთი გზა რეჟიმის ჩამოშლის, არის რეჟიმთან არ თანამშრომლობა. ამიტომაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე სალომე ზურაბიშვილს უნდა ეთქვა სათქმელი მკაფიოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. უნდა ეთქვა, რომ ე.წ. არჩევნებში რეალურად სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის დაუშვებელი და ნიშნავს ივანიშვილის წესებით თამაშს და რომ ერთ-ერთი მთავარი გზა, რომ საპროტესტო მუხტი გაიზარდოს და ქუჩში კიდევ უფრო მეტი ადამიანი დადგეს, არის აქტიური ბოიკოტის კამპანია. ეს არის ის, რასაც მე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, ელოდა სწორედ სალომე ზურაბიშვილისგან“,- განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა