1-3 ივლისს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
საგამოძიებო კომისია თანახმაა, გიორგი გახარია 2 ივლისს, დისტანციურად გამოკითხოს
პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრის კენჭს
საია - ცვლილებები პირდაპირ განზრახვით მიმართული იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი - ანდრო ჭიჭინაძის საქმის გამომძიებელი იყო მოსული და ვერ გაშუქდა, მოგვიწევს საზოგადოებას მოვუყვეთ, როგორ აბსურდზე ისაუბრა მან
ირაკლი კობახიძე - ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში
ელენე ხოშტარია - როდის შევწყვეტ შიმშილობას, ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა

NGO-ები: რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად

30.06.2025 ნახვები: 205

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ უარს აცხადებენ, დააკმაყოფილონ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა, რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომას ითვალისწინებს. მათი განცხადებით, საქმე ეხება მოწყვლადი ჯგუფების — მათ შორის წამებისა და ძალადობის მსხვერპლების, შშმ პირების, მასწავლებლების, სტუდენტების, მეწარმეებისა და უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების პირადი მონაცემების გამოთხოვას.ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს. 

მესამე სექტორი აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ პროცესუალური და სამართლებრივი დარღვევებით დააკმაყოფილა. მათივე თქმით, მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ ვაპროტესტებთ კუპაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს უკანონო მოთხოვნებს, რომელიც კლანურმა სასამართლომ მორჩილად დააკმაყოფილა. 

2025 წლის ივნისში კუპრაშვილის ბიურომ სასამართლოს მეშვეობით მოგვთხოვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება ჩვენი დაცვის ქვეს მყოფი ადამიანების: წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მასწავლებლების, შშმ პირების, სტუდენტების, მეწარმეების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების და სხვათა შესახებ. ასევე ინფორმაცია ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ, რომლის თავმჯდომარე აშშ-სა და ბრიტანეთისგან სანქცირებული ჩინჩალაძეა, ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მეტიც, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და გადაწყვეტილება, სულ ცოტა, ათი კანონის დარღვევით მიიღო. მათ შორის, ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, პერსონალურ მონაცემტა დაცვის კანონმდებლობას, უფლებამდაცველთა კონფიდენცალურობის საერთაშორისო სტანდარტებს და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. 

კიდევ ერთხელ ცალსახად ვაცხადებთ: არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების ნდობის ღალატს. არავის მივცემტ წვდომას იმ ადამიანების კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ვისაც ჩვენ დავხმარებივართ. ჩვენ ანგარიშვალდებულებას ვგრძნობთ, მაგრამ ვგრძნობთ ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების და არა ივანიშვილის მიმართ. ჩვენ საქმიანობასთან, ფინანსებთან, პროექტებთან და საერთაშორისო თანამშრომლებთან დაკავშირებული ინფორმაციის, რისი გასაჯაროებაც არ იკრძალება კონსტიტუციით და სხვა კანონმდებლობით, ამ ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელებში. ამიტომ, დამატებით დოკუემნტაციას ჩვენ მათ არ გავუგზანით. მატაც ვთხოვთ, რომ სწორედ ჩვენს გვერდებს ეწვიონ.

ივანიშვილი თავისი რეპრესიული პოლიტიკის ფარგლებში ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განადგურებას პუტინის რუსეთის მსგავსად ცდილობს. ეს ივანიშვილის ანტიდასავლური პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში, ფაქტობრივად, დემოკრატიის მოშლას და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების განადგურებასაც ემსახურება. 
 

ბრიფინგზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელმა ქეთი ხუციშვილმა მკაცრი გზავნილი გააჟღერა: კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად, - თქვა ბრიფინგზე ქეთი ხუციშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა