პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დონალდ ტრამპი - ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა

ნახვები: 437 დონალდ ტრამპი - ისრაელი ღაზაში ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების პირობებს დასთანხმდა

ჩემს წარმომადგენლებს დღეს ხანგრძლივი და პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდათ ისრაელელებთან ღაზას სექტორთან დაკავშირებით, ისრაელი დათანხმდა ცეცხლის 60-დღიანი შეწყვეტის შეთანხმების დასასრულებლად აუცილებელ პირობებს, რომლის განმავლობაშიც ჩვენ ყველა მხარესთან ვიმუშავებთ ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

მისი თქმით, საბოლოო წინადადებას კატარელი და ეგვიპტელი შუამავლები წარმოადგენენ.

„კატარელები და ეგვიპტელები, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს მშვიდობის დამყარებისთვის, წარმოადგენენ ამ საბოლოო წინადადებას. იმედი მაქვს, ახლო აღმოსავლეთის საკეთილდღეოდ, რომ „ჰამასი“ მიიღებს ამ შეთანხმებას, რადგან ის არ გაუმჯობესდება - ის მხოლოდ გაუარესდება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“- აცხადებს ტრამპი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა