ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სოლიდარობის აქცია ტარდება მთელ მსოფლიოში-ვოლსკი

ნახვები: 363 სოლიდარობის აქცია ტარდება მთელ მსოფლიოში-ვოლსკი

ყველა თავისი სამრეკლოდან გაიძახის გარკვეულ ლოზუნგებს, ზოგი ახალგაზრდებს შეჭრისკენ მოუწოდებს. ეს არის ის, ვინც ახალგაზრდებს ურჩევს, ფულის შოვნისთვის თავი არ დაზოგონ, სულიც გაყიდონ თუ საჭიროება მოითხოვს, ეს მისი ცხოვრებისეული კრედოა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ვოლსკი გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გუშინ, პარლამენტთან აქციაზე გაკეთებულ განცხადებას: „გამოსავალი არის, ამ შენობიდან გამოვიდნენ ისინი, ვინც კრემლს წარმოადგენენ, უნდა შეხვიდეთ თქვენ, მოქალაქეები, ეს უნდა დაიწყოთ დღეს, რომ მორჩება გამოსვლები".

„ყველა თავისი სამრეკლოდან გაიძახის გარკვეულ ლოზუნგებს.ზოგი ახალგაზრდებს შეჭრისკენ მოუწოდებს. მგონი, შეეცადნენ, დაერბილებინათ მისი განცხადება. აქ ლაპარაკი იყო შეჭრაზე, თორემ პარლამენტში შესვლას აქვს არჩევის წესი და მთელი რიგი საკანონმდებლო რეგულაციები. ეს ის ადამიანია, რომელიც გუშინწინ თავის მომხრეებს შარვლის ჩახდას ურჩევდა პარტიის საწინააღმდეგო რესურსად გამოყენებისთვის. ურჩევდა და შეასრულა კიდეც. ეს არის ის, ვინც ახალგაზრდებს ურჩევს, რომ ფულის შოვნისთვის თავი არ დაზოგონ, თავისი სულიც გაყიდონ თუ ამას საჭიროება მოითხოვს. ეს მისი ცხოვრებისეული კრედოა, მისი პოლიტიკური კონცეფციაა. იგივე იაგო, ამასთან დაკავშირებით როდესაც აკეთებს განცხადებებს, თავისი პოლიტიკური პარტიის თავისი მსოფლმხედველობის გამოხატულებაა, მაგრამ მეორეა, რა სჭირდება რეალურად ჩვენს სახელმწიფოს, განსაკუთრებით კრიტიკულ მომენტში, როცა თავზე გვადგას საკმაოდ სერიოზული და დაუნდობელი ძალა, რომელმაც თავისი სახე გამოაჩინა უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები სოლიდარობის აქციას უნდა გაემიჯნონ.

„ეს არის კეთილი სურვილი, მაგრამ ასეთი არ ხდება. სოლიდარობის აქცია ტარდება მთელ მსოფლიოში, ერთადერთია საქართველო, სადაც ყველა პოლიტიკოსი ცდილობს, ის მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, გადმოქაჩოს თავისი პოლიტიკური ინტერესებისკენ, რაც კიდევ ერთხელ არა მარტო პოლიტიკური, მორალური უზნეობაა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა