კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ნახვები: 515 ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით, „სილქ როუდჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 70 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

ბრალდებული გიორგი რამიშვილი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლის განცხადებით ბრალდებულის მიმალვის საფრთხე მინიმალურია.

რამიშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განისაზღვრა.

საქმეზე წინასასმართლო სხდომა 26 აგვისტოს, 15:00 საათზე დაინიშნა.

როგორც ცნობილია, სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნინო ციხისელმა წარადგინა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. როგორც ის აცხადებდა, აღკვეთის ღონისძიების საფუძველს ქმნის დასაბუთბული ვარაუდი, რომ არსებობს მკაცრი სასჯელის შიშით მიმალვის საფრთხე. ბრალდებული თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ბრალდებული პატივს არ ცემს კანონს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ადგიმინისტრაციულ სამართალდარღვევის მოქმედებების გამო ხშირად იხდის ჯარიმებს.

ბრალდებულის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით კი, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ბრალდებული მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისკენ, მას არ უცდია მიმალვა, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ეს მიუთითებს, რომ ის კანონმორჩილი ადამიანია.

ადვოკატმა დააყენა შუამდგონლობა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 50 ათასი ლარის ოდენობით და ის გათავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა