კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა წითლიძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება წარმოუდგენლად შემზარავია

ნახვები: 457 ანა წითლიძე - „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება წარმოუდგენლად შემზარავია

ქვეყანაში „დიფ სთეითი“ თუ ვინმე შეიძლება იყოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება, რითაც ისინი 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას გამოეხმაურნენ.

წითლიძის განცხადებით, ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება არის წარმოუდგენლად შემზარავი.

როგორც მან აღნიშნა, „ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით კრიმინალების ბანდა მართავს, რაც საფრთხეს წარმოადგენს“.

„ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადება არის წარმოუდგენლად შემზარავი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, ქვეყანა რა ავადმყოფებისა და კრიმინალების ხელშია, რომელიც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს საკუთარი პიროვნული ინტერესების შესაბამისად ათამაშებს. რამხელა საფთხეა ქვეყნისთვის, რომ კრიმინალების ბანდა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქვეყანას მართავს. ამ ადამიანებმა ზუსტად იციან, რას ნიშნავს, როდესაც 17 ევროპული ქვეყანა მსგავს განცხადებას აკეთებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროპული ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს“, - განაცხადა წითლიძემ.

მისი შეფასებით, 17 ქვეყნის მიერ გავრცელებული განცხადება არის ძალიან მკაცრი გზავნილი საქართველოს ე.წ. ხელისუფლებისთვის.

„ განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ შეეგუებიან იმას, რაც ახლა საქართველოში ხდება. არ შეეგუებიან საქარველოსთვის ევროპული პერსპექტრივის დაკარგვას, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ დევნას, მოქალაქეების დასახიჩრებას, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ყველა რეპრესიას, რომელიც ახლა ქვეყანაში ხორციელდება. წესით, ე.წ. ხეისუფლებისთვის განცხადება სიგნალი უნდა იყოს, ისინი ადეკვატურობასთან კავშირში რომ იყვნენ. ამ განცხადების შემდეგ, სანქციები მიმართული იქნება „ქართული ოცნების“ თითოეული ლიდერისკენ და არა მხოლოდ, ყველა იმ ადამიანისკენ, ვინც ახლა გარკვეული ფორმით ამ რეჟიმს აძლევს შესაძლებლობას, რაღაცნაირად იდგეს. მეორე მხრივ, საყურადღებოა, რომ ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხევვა, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, 17 ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია, მათ შორის ევროპულ პოლიტიკაზე, პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს კურსი შეიცვალა. პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის. საუბრობს რუსულ გავლენებზე ამ ქვეყანაში და საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ 20212 წლის შემდეგ, კურსი ევროპიდან რუსეთისკენ შეიცვალა“, - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, 17 ევროპული ქვეყნისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა. მათი შეფასებით, „18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობაში და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიპ სტეიტის“ არაფორმალური მმართველობა, რომლის პირობებშიც ევროპულ ბიუროკრატიაში არავითარი მორალური ზღვარი აღარ არსებობს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა