კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლინდსი გრემი - თუ პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ

ნახვები: 447 ლინდსი გრემი - თუ პუტინსა და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, აიათოლას დაურეკონ

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ნატო-ს მეშვეობით უკრაინაში ამერიკული წარმოების იარაღის - ევროპელების დაფინანსებით - გაგზავნის შესახებ სასიამოვნო ამბავი იყო, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იყო დონალდ ტრამპის განცხადება, რომ თუ საბრძოლო მოქმედებები 50 დღეში არ დასრულდებოდა, ის 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს იმ ქვეყნებს, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ და პუტინის საომარ მანქანას უჭერენ მხარს.

ამერიკელი სენატორი აცხადებს, რომ მათ, ვისაც აინტერესებთ, რა მოხდება 50 დღის გასვლის შემდეგ, ურჩევს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის ჰკითხონ.

„თუ პუტინს და სხვებს აინტერესებთ, რა მოხდება 51-ე დღეს, ვურჩევდი, რომ აიათოლას დაურეკონ. მე რომ ვიყო ქვეყანა, რომელიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობს და პუტინის საომარ მანქანას უჭერს მხარს, პრეზიდენტ ტრამპს სიტყვაზე ვენდობოდი“, - წერს ლინდსი გრემი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა