კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სტივენ დაუთი - ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მზარდი რეპრესიებით

ნახვები: 534 სტივენ დაუთი - ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მზარდი რეპრესიებით

ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ განხორციელებული მზარდი რეპრესიებით, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში, სტივენ დაუთმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრის, ვენდი მორტონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კითხვაზე, გადადგამს თუ არა მისი უწყება ნაბიჯებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად, დაუთმა უპასუხა:

„ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ოპოზიციური ხმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი რეპრესიებით. 11 ივლისს, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები. მე არაერთხელ გავაკრიტიკე რეპრესიული კანონმდებლობა, რომლის სამიზნეც სამოქალაქო საზოგადოება და მშვიდობიანი მომიტინგეები არიან. შევამცირეთ ორმხრივი თანამშრომლობის დონე და განვიხილავთ ყველა სხვა ხელმისაწვდომ ვარიანტს. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში საქართველოს მომავლის ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - განაცხადა დაუთმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა