ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს

ნახვები: 466 საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს

საბერძნეთში გაქცეული მოლდოველი ოლიგარქი, ვლადიმირ პლახოტნიუკი დააკავეს, კიშინიოვმა მისი ექსტრადიციის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ მოლდოვის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ლორეტა ლისნიკმა მოლდოვურ მედიას დაუდასტურა.

“იუსტიციის სამინისტრომ ვლადიმირ პლახოტნიუკის ექსტრადიციის პროცედურა დაიწყო მას შემდეგ, რაც კიევში “ინტერპოლის” ბიურომ ოფიციალურად შეგვატყობინა საბერძნეთში მისი დაკავების შესახებ. ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას საბერძნეთის შესაბამის ორგანოებში გააგზავნიან”, - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან აღნიშნა, რომ სამინისტრო ყურადღებით აკვირდება ვითარებას “მოლდოვის ინტერესების დასაცავად”.

ცნობისთვის, 22 ივლისს მოლდოვის პოლიციამ ინფორმაცია გაავრცელა ათენის აეროპორტში გაქცეული მოლდოველი ოლიგარქის, ვლადიმირ პლახოტნიუკის დაკავების შესახებ. მათი ცნობით, პლახოტნიუკი დუბაიში მიემგზავრებოდა და ათენის აეროპორტში ტრანზიტით იმყოფებოდა.

“ინტერპოლმა” პლახოტნიუკი საერთაშორისო ძებნაში 2025 წლის 7 თებერვალს გამოაცხადა. მოლდოვის პროკურატურის ცნობით, პლახოტნიუკმა 39 მილიონი აშშ დოლარი და 3.5 მილიონი ევრო მიიღო კომპანიების მეშვეობით, რომლებსაც რუსი ოლიგარქი ილან შორი აკონტროლებდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა