ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი
ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციაზე - შანტაჟი ვერ გაჭრის
მაკა ბოჭორიშვილი - შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,380 over past day
Melnyk urges UN to ban Russia from peacekeeping missions over sexual violence crimes
Zelensky, Macron coordinate next steps in phone call
Zelensky has talk with Witkoff and Kushner

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - სიმართლემ უნდა იყვიროს!

31.07.2025 ნახვები: 482

სიმართლემ უნდა იყვიროს! თუ შეიძლება ასე ითქვას - თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აქედან წავიდეთ ისევ ციხეში, მგონია, რომ ამით დამტკიცდება ჩემი ის ვარაუდი რაც მქონდა - რომ მთავრობის წევრები ახდენდნენ თქვენზე ზეგავლენას, რადგან ამ შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ აქედან ისევ ციხეში წავიდეთ ,- ასე მიმართა აქციაზე დაკავებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

აღსანიშნავია, რომ ყველა ბრალდებულის ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე პატიმრებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მიმართა.

„აღმოჩნდა რომ [საქმეში] ახალი გარემოება არის და შესაბამისად უნდა გადაისინჯოს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა. მე ვერც ვერაფერს მოგიწოდებთ და ვერც რჩევას მოგცემთ, ჩემგან ეს არასწორი მგონია… სიმართლემ უნდა იყვიროს! თუ შეიძლება ასე ითქვას.

ეს პერიოდი სულ არის რაღაც ლოდინი, რომ ამ ადამიანებმა [პროკურორებმა] რაღაც უნდა წარმოადგინონ. ველოდებით, ველოდებით და არც არაფერი გამოჩნდა. წინა სასამართლო სხდომაზე მთავარმა გამომძიებელმა თქვა, რომ არანაირ პირდაპირი მტკიცებულება არ არის საქმეში, რასაც პროკურატურა გვედავება. შესაბამისად, თუ თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აქედან წავიდეთ ციხეში, მგონია, რომ ამით დამტკიცდება ჩემი ის ვარაუდი, რაც მქონდა - რომ მთავრობის წევრები ახდენდნენ თქვენზე ზეგავლენას, რადგან ამ შემთხვევაში, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ აქედან ისევ ციხეში წავიდეთ. მე ვერაფერს მოგიწოდებთ”,- მიმართა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა