კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ვვარაუდობ, რომ ლაშას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით: არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს

ნახვები: 501 ლევან ხაბეიშვილი - ვვარაუდობ, რომ ლაშას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით: არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს

ვვარაუდობ, რომ მას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით - არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც: თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით, დაგიჭერენ - ჩემს გვერდით კობახიძის მსგავსი მხდალი ადამიანები არ დგანან, ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, მებრძოლი ადამიანები,- ამის შეახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ლაშა ცანავა დაკავება, მასზე ზეწოლისთვის მოხდა.

„ლაშა პატრიოტია - საკუთარი ოჯახის მოყვარული, უანგარო ქართველი, რომელიც ყველა ბრძოლაში ჩემ გვერდით იდგა, ყოველგვარი ანგარების გარეშე. ის არის ჩემი მეგობარი და ძმა. სწორედ ამიტომ დააკავეს - უნდათ ჩემზე ზეწოლა მოახდინონ.

დღეს ლაშა დააკავეს, ხვალ „ტიტუშკას“ მომიგზავნიან.

დარწმუნებული ვარ, სასამართლოზე ბევრი საინტერესო რამ გაჟღერდება. ლაშა მებრძოლი ადამიანია და იქ ისაუბრებს აბსოლუტურ სიმართლეზე, რაც საზოგადოებისთვისაც ბევრ რამეს გაამხელს.

ვვარაუდობ, რომ მას პატიმრობას მიუსჯიან ერთი მარტივი მიზეზით - არ სურთ, ჩემს გვერდით იდგეს. ამ გზით სიგნალს უგზავნიან სხვებსაც: თუ ხაბეიშვილის გვერდით იქნებით - დაგიჭერენ.

მაგრამ ბოდიში და, ჩემს გვერდით კობახიძის მსგავსი მხდალი ადამიანები არ დგანან, ჩემს გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, მებრძოლი ადამიანები. და ჩვენ ბევრნი ვიქნებით. ამას ყველა ნახავს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა