კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა კაცია - ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს

ნახვები: 487 ნიკა კაცია - ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს

როცა ვსაუბრობთ ღირსეულ ქალზე, აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო დათაშვილი, რომელსაც სისტემა ძალიან უსამართლოდ ექცევა - თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს,- ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა ნიკა კაციამ სასამართლო დარბაზში, ჩვენების მიცემამდე განაცხადა.

ამასთან, მან სოლიდარობა გამოუცხადა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელსაც. როგორც მან აღნიშნა, მზია ამაღლობელი თავისი საქციელით სამაგალითოა.

„პირველ რიგში, ჩემს კოლეგა მზია ამაღლობელს უნდა გამოვუცხადო ძალიან დიდი სოლიდარობა. მზია ამაღლობელი თავისი საქციელით სამაგალითოა. როცა ვსაუბრობთ ღირსეულ ქალზე, აუცილებლად უნდა ვახსენო ნინო დათაშვილი, რომელსაც სისტემა ძალიან უსამართლოდ ექცევა.

თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, აქვს რეჟიმს იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სასიკვდილოდ გაწირეს. ასევე, ბოდიში აქვს მოსახდელი რეჟიმს თითოეული - 60-ზე მეტი პატიმრისთვის. ქვეყნის გაუბედურებისთვის, ბევრი ადამიანის შეურაცხყოფისთვის.

მოდის ძალიან ბევრი ხმა, რომ რაღაცებს გვთხოვენ. ერთხელ და სამუდამოდ - ბოდიშს მოვიხდი კი არა, ეს სიმართლე კიდევ უფრო ხმამაღალი იქნება, ჩვენი ხმა მისწვდება კოსმოსს“, - აღნიშნა კაციამ.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა