თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში

ნახვები: 472 გიორგი ახობაძე - რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში

ისეთი ბავშვური შეცდომებია დაშვებული, რომ არ მინდა, ის სახელი ვუწოდო მუნდირიანებს, რაც მათ 90-იანებში ერქვათ - რეალურად, რაც მათ ქნეს, შევარდნაძის დროინდელი ნამუსგარეცხილებიც კი, 100 დოლარზე რომ კადრულობდნენ, უფრო მაღალი ხარისხით აკეთებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ განუცხადა, რომელიც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უდანაშაულოდ ცნო და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა.

როგორც ახობაძემ აღნიშნა, მისთვის წარდგენილი ბრალი, რომელიც 8 წლიდან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, სრულიად არაადეკვატური იყო.

„საქმეზე მტკიცებულება რომ დაგვირთო [მოსამართლემ], მეგონა, რომ შესაძლოა განაჩენამდე პრესტიჟს ინარჩუნებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი იყო 25-წუთიანი დაგვიანება შემოსასვლელში. ვფიქრობდი, რომ ალბათ სხდომა კიდევ გადაიდებოდა ან სხვა რაღაც ხდებოდა.

მოსამართლის მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ყველაფერი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო მოხდა. ბარემ ვიტყვი, რომ შესაძლოა ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო მეტად დახვეწეს, ამიტომ თუკი შემდეგ ჯერზე აქ იგივე ბრალდებით მოვხვდი, უფრო მეტი ჭიდაობა მოგვიწევს.

უკეთესად შეეძლოთ! რეალურად იჩქარეს, სჭირდებოდათ ალბათ რაღაც ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ.

ეს რვა თუ ცხრა თვე ჩუმად მომისაჯეს - წინასწარი პატიმრობით ჩამსვეს ციხეში“, - განაცხადა გიორგი ახობაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა