რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

მარკო რუბიო - დათმობებზე, როგორც რუსეთი, ისე უკრაინა უნდა წავიდეს

ნახვები: 469 მარკო რუბიო - დათმობებზე, როგორც რუსეთი, ისე უკრაინა უნდა წავიდეს

უკეთესი წარმოდგენა გვაქვს იმ პირობების შესახებ, რომელთა საფუძველზეც რუსეთი ომის დასასრულებლად მზად იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლა ეს პირობები უნდა შევადაროთ იმას, რომელსაც ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პირველ რიგში, უკრაინელები მზად არიან დაეთანხმონ. უნდა გავიგოთ, თუ რამდენად შესაძლებელია ამ პოზიციების დაახლოება? როგორ შეიძლება მათი დაახლოება?“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, ომის დასრულების მიზნით დათმობებზე, როგორც რუსეთი, ისე უკრაინა უნდა წავიდეს.

„ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი და ვიმედოვნებთ, რომ ამას მომდევნო რამდენიმე დღისა და საათის განმავლობაში ან შესაძლოა, კვირების განმავლობაში შევძლებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა