თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლატვიის საგარეო უწყება - დღეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მსხვერპლ ადამიანებს ვიხსენებთ

ნახვები: 455 ლატვიის საგარეო უწყება - დღეს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მსხვერპლ ადამიანებს ვიხსენებთ

ვგმობთ უკანონო შეჭრას და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი ხალხის უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი, მხარს მტკიცედ ვუჭერთ, - ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 17 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ამ დღეს ლატვია, 17 წლის წინ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მსხვერპლ ადამიანებს იხსენებს. ჩვენ ვგმობთ უკანონო შეჭრას და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მისი ხალხის უფლებას, თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი, მხარს მტკიცედ ვუჭერთ“, - წერს ლატვიის საგარეო უწყება X-ზე.

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა