რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

პაატა ბურჭულაძე - საქართველო გმირების ქვეყანაა, ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე

ნახვები: 486 პაატა ბურჭულაძე - საქართველო გმირების ქვეყანაა, ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე

საქართველო გმირების ქვეყანაა, ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე - ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან გვაქვს! - ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

ბურჭულაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სხოვნას პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ საქართველოს გმირებს ვერავინ ვერასდროს დააკნინებს.

„მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წარმომადგენლები ამოვედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. მოვიხსენიეთ ჩვენი გმირების სულები. ერთი, რამის თქმა გვინდა კიდევ ერთხელ არის ის, რომ საქართველო გმირების ქვეყანაა. ჩვენ ვერავინ დაგვაყენებს მუხლებზე. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის. ჩვენ ბოდიში მოსახდელი არავისთან არ გვაქვს! ჩვენი გმირები, როგორც ანწუხელიძე, ისე დანარჩენები, ყოველთვის გმირები იქნებიან. მათ ვერავინ ვერასდროს დააკნინებს. ჩვენც აქ იმისთვის ვართ, რომ კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ და მუხლი მოვიყაროთ მათ წინაშე“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, „რატომ ჩაწერა მიხეილ სააკაშვილმა ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტო ბრძანებულებაში“, ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმიტომ არ ამოსულა, რომ ვინმე განსაჯოს.

„მე გეუბნებით, რატომ ვარ დღეს აქ, არავის განსჯას არ ვაპირებ. ერთი, რამ ვიცი, რომ საქართველო არის გმირების ქვეყანა და ყოველთვის გმირების იქნება. ამას ჩვენ ვერ გადაგვათქმევინებს ვერც ერთი მთავრობა, იქნება ივანიშვილის, თუ ვიღაცის. ამიტომაც, გმირები არიან ეს ხალხი და აქ ვართ ჩვენ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა