კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა-მდინარაძე

ნახვები: 350 პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა-მდინარაძე

"პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა. ამ შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა, კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები არიან მივლინებებში, მათ შორის საგარეო ურთიერთობის, ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები. ამ მოცემულობაში ასე ნაჩქარევად, მოუმზადებლად ამ საკითხის გადაწყვეტა და ჩატარება არ მგონია სწორი",-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძე ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გამართვის თარიღის ირგვლივ მსჯელობენ.

 

„პრეზიდენტის ინსტიტუტისა და პრეზიდენტის მიმართ პატივისცემას თავშივე დავაფიქსირებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა კონსულტაცია. არსებობს რამდენიმე კონკრეტული არგუმენტი. მაგალითად ის, რომ გაწერილი წესი და არსებობს ჩანაწერი, რომ შეგვიძლია სხვა თარიღიც შევარჩიოთ. ვფიქრობ და ჩემი კოლეგებიც მეთანხმებიან, რომ აქტუალური თემა არის სხვა საკითხები. რა თქმა უნდა, ნამდვილად არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის როლი, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია და ვფიქრობ, რომ ანგარიშის წარდგენის დროზე დასაჩქარებელი არაფერია, ნებისმიერ დროს შეგვიძლია. გთავაზობთ, რომ პირველივე სხდომის დღეს გავაკეთოთ, მოვისმინოთ ანგარიში, როგორც ეს კონსტიტუციითა და რეგლამენტითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება მიმდინარე საკითხებს, ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურ მზაობას გამოვთქვამთ დღესვე, რომ იყოს პრეზიდენტის მხრიდან მოწოდება პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრის, დღესვე შეგვიძლია გავმართოთ და ვისაუბროთ ამ თემაზე. თუ პრეზიდენტს სურს ქვეყნის მოსახლეობას რაღაც საკითხი გააცნოს, ბუნებრივია, ეს ნებისმიერ სხვა ფორმატში - ბრიფინგისა თუ პრესკონფერენციისას შეუძლია. თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან ურთიერთობაზეა საუბარი, დღესვე შეგვიძლია მივიდეთ, დავსხდეთ, ვისაუბროთ. პრეზიდენტის წლიური ანგარიში არ არის ისეთი საჩქარო თემა. ამ შაბათ დღეს კვორუმის პრობლემებიცაა, კომიტეტების ხელმძღვანელები, დეპუტატები არიან მივლინებებში, მათ შორის საგარეო ურთიერთობის, ევროინტერგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები. ამ მოცემულობაში ასე ნაჩქარევად, მოუმზადებლად ამ საკითხის გადაწყვეტა და ჩატარება არ მგონია სწორი. მორიგ პირველივე სხდომაზე მოვისმინოთ ანგარიში და გაცილებით აქტუალურ მიმდინარე საკითხებზე პრეზიდენტთან საუბარი დღესვე შეგვიძლია, არც ამის პრობლემა არ გვაქვს", - განაცხადა მდინარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა