თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მარკ რუტე - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს გამოცდის

ნახვები: 416 მარკ რუტე - დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს გამოცდის

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პარასკევს დაგეგმილ პირისპირ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გამოცდის.

„ის [პუტინი] კვლავ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს დასავლური ალიანსისთვის. ეჭვგარეშეა. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტი ტრამპი მას გამოცდის. რაც პარასკევს მოხდება არის ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი პუტინს გამოცდის და ვაქებ მას იმ ფაქტის გამო, რომ ამ შეხვედრას ორგანიზება გაუწია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ცხადია, როდესაც საქმე ეხება სამშვიდობო მოლაპარაკებებს, ცეცხლის შეწყვეტას და იმას, თუ რა მოხდება შემდეგ ტერიტორიებთან, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, უკრაინა უნდა იყოს და იქნება ჩართული. მაგრამ პარასკევს მნიშვნელოვანია იმის დანახვა, თუ რამდენად სერიოზულად არის განწყობილი პუტინი. და ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, არის პრეზიდენტი ტრამპი. ამიტომ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა შედგეს. ეს არ იქნება საბოლოო სიტყვა ამ საკითხზე. ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება არ იქნება. რა თქმა უნდა, უკრაინა და ევროპა უნდა ჩაერთონ“, - აღნიშნა რუტემ CBS News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ამ პროცესის შემდეგი ფაზის დაწყება, რუსებზე ზეწოლის განხორციელება, ზუსტად ისე, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი აკეთებდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

კითხვაზე, რას გულისხმობდა დონალდ ტრამპი, როდესაც მან იმ ფონზე, როდესაც რუსეთს უკრაინის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, პარასკევს განაცხადა, რომ „რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიების გაცვლა მოხდება და ეს ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება“, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უპასუხა :

„ცხადია, როდესაც რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებები/ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დისკუსია გაიმართება, ეს იქნება ერთი მხრივ, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი, მეორე მხრივ კი ის, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ფაქტობრივი სიტუაცია, რომ რუსებს ამჟამად უკრაინის ტერიტორია აქვთ დაკავებული. აქ უმნიშვნელოვანესია, რომ როდესაც საქმე უკრაინის ტერიტორიის ამ კონტროლს ეხება, შესაძლოა არსებობდეს ფაქტობრივი სიტუაცია, რომ ისინი ამას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ ვერასდროს ვერ მივიღებთ ამას იურიდიული გაგებით, ანუ დე იურე გაგებით. ასე რომ, თუ პუტინი სერიოზულად არის განწყობილი, იმედია, ყველა ეს საკითხი პარასკევის შემდეგ განიხილება და პუტინმა ზელენსკისთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის ვალდებულება უნდა აიღოს. მას ამის გაკეთება პრეზიდენტ ტრამპის მეშვეობით არ შეუძლია. საბოლოო ჯამში, როგორც თავად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ეს უნდა იყოს სამმხრივი საუბარი, სულ მცირე, ევროპელების აქტიურად ჩართულობით“, - აღნუშნა რუტემ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც ალიანსი კოორდინაციას უწევს, გაგრძელდება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის შედეგის მიუხედავად.

„რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ნატო ამ ყველაფერს კოორდინაციას უწევს ვისბადენში ჩვენი სარდლობის მეშვეობით, რათა უზრუნველყოს, რომ უკრაინას ჰქონდეს ყველაფერი, რაც მას სჭირდება ბრძოლის გასაგრძელებლად და საუკეთესო პოზიციაში ყოფნისთვის ცეცხლის შეწყვეტის/სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებების დროს“, - აღნიშნა რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა