თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში - ეს იქნება სიმბოლური ჟესტი-პოლონეთის ელჩი

ნახვები: 337 დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში - ეს იქნება სიმბოლური ჟესტი-პოლონეთის ელჩი

საქართველოში პოლონეთის ელჩმა, მარიუშ მაშკიევიჩმა ქართველებს, რუსეთის აგრესიისას უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად გორში სტალინის მუზეუმის დახურვისკენ მოუწოდა.

მან ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრა.

პოლონეთის ელჩმა განაცხადა, რომ ესმის საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ და ისიც, რომ რუსეთის წინააღმდეგ საუბარი, შესაძლოა, საქართველოს უჭირდეს, ამიტომ მათ სიმბოლური ალტერნატივა შესთავაზა.

"მინდა მივმართო ქართველ მეგობრებს. მაქვს ერთი შემოთავაზება, მესმის რომ რთულ სიტუაციაში ხართ - პატარა ქვეყანა, უზარმაზარი მეზობელი, რთული ეკონომიკური სიტუაცია გაქვთ და არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ისაუბროთ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კარგი. მაგრამ გთხოვთ, სულ მცირე 1 სიმბოლური ჟესტი გააკეთეთ. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში" - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა