ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ადვოკატების ინფორმაციით, აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სასამართლოში არ დაიკითხებიან, თუმცა საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ

ნახვები: 555 ადვოკატების ინფორმაციით, აქციების დროს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სასამართლოში არ დაიკითხებიან, თუმცა საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სასამართლოში არ დაიკითხებიან.

აღნიშნული ინფორმაცია, ადვოკატებმა მოსამართლეს მიაწოდეს. ამასთან, ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ.

მანამდე, პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნობა მოითხოვა. ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილმა კი აღნიშნულ საკითხზე განაცხადა, რომ ის თავად 3 მოწმეს აღარ გამოიძახებდა, ხოლო დანარჩენ 2 მოწმესთან დაკავშირებით პოზიციას ბრალდებულთან შეათანხმებდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ასევე, მოსამართლემ პროკურორებს მიმართა, რომ შემდეგი სხდომისთვის დასკვნითი სიტყვის სათქმელად მზად იყვნენ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ელგუჯა ავსაჯანიშვილის მიერ ბრალდებულთან პოზიციის შეთანხმების შემდეგ, სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავა.

ასევე, მოსამართლემ გაძევებული ბრალდებულის რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზში არ დააბრუნა, თუმცა საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობის საშუალება მისცა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა