თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ქეთევან თურაზაშვილი - ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში

ნახვები: 491 ქეთევან თურაზაშვილი - ვაკის პარკის დაუსრულებელი რეაბილიტაცია და სავარაუდო კორუფცია თბილისის მერიაში

კახა კალაძე ორი ვადით იყო თბილისის მერი. მის მმართველობას უკავშირდება არაერთი ჩამონგრევა და უბედურება. ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ადამიანი მის ადგილას გადადგებოდა თანამდებობიდან, ის კი მესამე ვადით სთავაზობს საკუთარ თავს თბილისელებს, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ვაკის პარკის რეაბილიტაციასა და იმ ტრაგედიაზე, რასაც 13 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„თბილისის მერიამ ისევ ვერ დაასრულა ვაკის პარკის რეაბილიტაცია. 30 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია, იგეგმება კიდევ 31 მილიონი ლარის დახარჯვა. რეაბილიტაცია 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. სავარაუდო დანახარჯი 60 მილიონ ლარს გადააჭარბებს. გვახსოვს როგორ ზარზეიმით გახსნა კახა კალაძემ 2012 წელს ვაკის პარკი და გვახსოვს 2022 წლის 13 ოქტომბერს საზარელი ტრაგედია, როდესაც 13 წლის ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმაა, რადგან არ იყო გაკეთებული ხარისხიანად ელექტროგაყვანილობა შადრევანში. ამ ფაქტის გამო დაკავებულთა შორის იყო გიგა გიგაშვილი, რომელიც წარმოადგენდა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს. ის არის ადამიანი, რომელსაც პატიმრობა მალევე შეუცვალეს შინაპატიმრობით. მან პატიმრობიდან გათავისუფლებულმა შეიძინა ნახევარმილიონიანი უძრავი ქონება. მას არ აუღია კრედიტი. ასევე, შეიძინა 143 კვ. ბაგებში საბაზრო ღირებულებაზე ბევრად დაბალ ფასად და მთავარი, მან დააარსა კომპანია, რომელიც იყო შუამავალი მერიასა და სხვა კომპანიებს შორის. ის მუშაობდა კოეფიციენტებზე, მშენებლობის ნებართვებსა და ნებართვების დაჩქარებაზე. ის იყენებდა საკუთარ გავლენებს და კონტაქტებს. ეს ერთი მაგალითიც ცხადყოფს, თუ როგორი მასშტაბის კორუფციაა თბილისის მერიაში.

კახა კალაძე ორი ვადით იყო თბილისის მერი. მის მმართველობას უკავშირდება არაერთი ჩამონგრევა და უბედურება. ნებისმიერი პასუხისმგებლობიანი ადამიანი მის ადგილას გადადგებოდა თანამდებობიდან. ის კი მესამე ვადით სთავაზობს საკუთარ თავს თბილისელებს. არადა, რეალურად თბილისს აქვს რესურსი, რომ გვქონდეს რეალური უსაფრთხოება და არ გვეშინოდეს ჩვენი შვილების გარეთ გასვლის. მოგმართავთ მოსახლეობას, რომ ერთად გავათავისუფლოთ ჩვენი ქალაქი და დავიხსნათ კორუმპირებული მერისგან“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა