თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ტვ პირველი - ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მივა თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძემდე

ნახვები: 522 ტვ პირველი - ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - მივა თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძემდე

თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. განსასჯელის სკამზე წუთი წუთზე - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე დასხდებიან. (გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე საქართველოში არ იმყოფებიან, მათ ბრალი დაუსწრებალდ წარედგინათ).

როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი იუწყება, სასამართლო დარბაზი ე.წ. მთაწმინდის საძმოს წევრებით არის გადავსებული.

ადვოკატები ამბობენ, რომ არც ერთი ბრალდებული დღეს დუმილის დარღვევას არ აპირებს და რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ დღევანდელ პროცესზე დაკავებულების გათავსიფლების სანაცვლოდ გირაოს შუამდგომლობას დააყენებენ. 

ახლა მთავარი კითხვაა - ვინ არის კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის მთავარი დამკვეთი და მივა თუ არა გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძემდე. აღნიშნულის შესახებ დღეს კითხვა "პირველებმა" საქმის პროკურორს, დაუსვა, თუმცა ლევან ვეფხვაძემ კითხვას არ უპასუხა. 

  • გამოძიების ვერსიით, მთაწმინდის საძმოს გარდა, საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებენ. უფრო კონკრეტულად, გამოძიების ვერსიით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს.

პროკურორმა მხოლოდ ის თქვა, რომ ამ წუთებშიც მიმდინარეობს აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები. 

გამოძიება მიმდიანრეობს შეკვეთით და ანგარებით მკველობაზე - თუ ვინმეს, რაიმე ფორმით შემხებლობა აქვს ეს შეკვეთასთან დაკავშირებით იქნება, დახმარებასთან დაკავშირებით იქნება თუ ორგანიზებულობასთან დაკავშირებით იქნება.

ძმებ მიქაძეებს და აგრეთვე გიორგი ჯოხაძე ბრალდების მხარე ედავება შეკვეთით და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ორგანიზებას, მაგრამ ამავდროულად გრძელდება გამოძიება და ამჟამადაც, მე რომ აქ კომენტარს ვაკეთებ, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. ამავე საქმის ფარგლებში დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კი 2 დღის წინ, 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ გუშინ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს.

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

ასევე ნახეთ პროკურატურის განცხადება: 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა