მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

პომპეო: „რუსეთის მიმართ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე მკაცრი იყო“

ნახვები: 316 პომპეო: „რუსეთის მიმართ ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე მკაცრი იყო“

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, აშშ-ის მიერ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ ისაუბრა. პომპეოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ყველაზე მკაცრი იყო რუსეთის მიმართ.

როგორც სახელმწიფო მდივანი ტვიტერზე წერს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, რუსეთის დესტაბილიზაციური ქმედებების საპასუხოდ, 365-ზე მეტ რუსულ სამიზნე ობიექტს სანქციები დაუწესა.

"2017 წლის შემდეგ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა 365-ზე მეტ რუსულ სამიზნე ობიექტს, რუსეთის დესტაბილიზაციური და აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ უკრაინასა და ევროპაში", - წერს მაიკ პომპეო ტვიტერზე. 

გარდა ამისა, პომპეო ტვიტერზევე წერს, რომ მხარს უჭერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას.  

ასევე, პომპეომ საკუთარი და ვლადიმერ პუტინის სურათი დატვიტა წარწერით: "აშშ უნდა მიუახლოვდეს რუსეთს ზუსტად იმ გზით, როგორც მიუახლოვდა კომუნისტურ ჩინეთს, უნდა დაეჭვდეს მასში და ამხილოს" 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა