ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიის ფარგლებში გასაგზავნი პირველი ტვირთი უკვე მზად არის

ნახვები: 405 „აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიის ფარგლებში გასაგზავნი პირველი ტვირთი უკვე მზად არის

ფართომასშტაბიანი კამპანიის – „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად უკვე მზად არის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქცია შეიფუთა და სატვირთო მანქანებში ჩატვირთულია. პირველი ტვირთი ამ დღეებში გაიგზავნება. ეს არის პირველადი საჭიროების პროდუქტები, მედიკამენტები, ბავშვთა კვება, ბავშვთა ტანსაცმელი და სხვა საჭირო პროდუქცია. დიდი მადლობა ქართულ კომპანიებს ასეთი აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

უწყების ცნობით, კამპანია „აწარმოე უკრაინისთვის“, რომელიც მთავრობის ინიაციატივით სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ დაიწყო, გრძელდება. სურვილის შემთხვევაში კომპანიებმა უნდა შეავსონ ფორმა: bit.ly/3hnb8oL. დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი, დარეკონ ნომერზე – 1525.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა