თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საგარეო უწყება - საქართველო შეუერთდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას „რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში“

ნახვები: 360 საგარეო უწყება - საქართველო შეუერთდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას „რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგანგებო დებატების ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველო შეუერთდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას „რუსეთის აგრესიით გამოწვეული ადამიანის უფლებების მდგომარეობა უკრაინაში", რომელიც მიღებულ იქნა საგანგებო დებატების შედეგად და რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინაში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ ვითარებას. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - ნათქვამია უწყების მიერ „ტვიტერის" გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს

უწყების ცნობით, რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ძლიერ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ამასთან, იგი მოუწოდებს რუსეთს, უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ, სრულად გაიყვანოს სამხედრო ძალები და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები; ხაზს უსვამს ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლად ჩამოყალიბების თაობაზე.

საგამოძიებო კომისიის მანდატი მათ შორის მოიცავს, ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულებების გამოძიებას, ასევე მათი გამომწვევი მიზეზების დადგენას, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის კონტექსტში", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა