ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კობახიძე ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი სააკაშვილის გარემოცვის გავლენით გაიწვია

ნახვები: 383 კობახიძე ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი სააკაშვილის გარემოცვის გავლენით გაიწვია

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, საქართველოდან გაეწვია უკრაინის ელჩი მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის გავლენით მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევის შესახებ განცხადება 1-ლ მარტს გააკეთა. მიზეზად რუსეთის მიმართ მოხალისე ჯარისკაცებისთვის უკრაინაში გასამგზავრებლად დაბრკოლებების შექმნა და სანქციებზე არშეერთების შესახებ "ამორალური გადაწყვეტილება" დაასახელა.

თუმცა, კობახიძე ვოლოდიმირ ზელენსკის ამ პოზიციას არ იზიარებს და აცხადებს, რომ მოხალისეები არც სხვა ქვეყნებმა გაუშვეს საომრად, სანქციებს კი, მაგალითად, მოლდოვაც არ შეერთებია, თუმცა, ამ ქვეყნიდან უკრაინას ელჩი არ გაუწვევია.

"როცა უკრაინის ხელისუფლების ნაწილი, ფორმალურად თუ არაფორმალურად, არიან სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები, ანუ ნაცმოძარობის სახეები და არახამია პირდაპირ არის სააკაშვილთან დაკავშირებული, ასეთ დროს ძალიან საფუძვლიანია ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ ეს ადამიანები იყვნენ ამ გადაწყვეტილების სულისჩამდგმელები. ეს არის ჩვენი ძალიან ლოგიკური ვარაუდი.

ძალიან უხეშია ლოგიკური აცდენა და ამის საპირისპიროდ არანაირი არგუმენტი არ არსებობს.

სააკაშვილი არის ციხეში, მაგრამ ის დღემდე რჩება [უკრაინის] რეფორმების საბჭოს თავმჯდომარედ. ეს არის მისი დღევანდელი სტატუსი.

გარდა ამისა, გახსოვთ, რომ არახამია freemisha-ს მაისურით გამოდიოდა სულ ცოტა ხნის წინ. სააკაშვილმა თავადაც აღნიშნა, რომ მისი დაფრთიანებულია არახამია. ამასთან, ის არის პრეზიდენტ ზელენსკის უახლოესი გარემოცვა. ასეთ დროს არც თუ რთულია პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა. ამას ემატება ჩვენი ლოგიკური ეჭვები, რაც ეფუძნება გადაწყვეტილების ალოგიკურობას". - ამბობს ირაკლი კობახიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა